loader

"აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები, არაფერ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები, არაფერ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები“, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გაჟღერდა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირს არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ისინი არ არიან „ვიღაცის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში და არ ასრულებენ ერთი თითის დაქნევით მათ გადაწყვეტილებებს“.

„აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები, რომელიც გაჟღერდა, არაფერ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან. ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა - ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქვეყანას აქვს წინგადადგმული ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორე მხრივ, მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, არ ვართ აგენტურა და არ ვაკეთებთ ერთი თითის დაქნევით მათ გადაწყვეტილებებს, არ ვეთანხმებით, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესებს და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.