ბორჯომში, ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ხუთი პირი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
"სამი პირი შემოიყვანეს, ერთი მოტეხილობით, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ სამივეს. მოგვიანებით კი ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს“,- განუცხადა გამოცემას ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური მენეჯერმა დავით ტაბატაძემ.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.