ვრცელდება ფარულად გადაღებული კადრები, როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს ნარკორეალიზატორები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 1 417 პირია დაკავებული.