loader

ცნობილია ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - "არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - "არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ..."

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ზურა გელაშვილია.

სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის, ერთგულებისათვის. შეხვედრამდე მაგარო ადამიანო",- წერს ოქიტაშვილი.

ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.