დონალდ ტრამპის ინიციატივის საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს
ტრამპის ინიციატივის საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს - ვლადიმერ პუტინი უკრაინის მხრიდან დონბასზე უარის თქმას, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასა და უკრაინის ტერიტორიის დასავლელი სამხედროებისგან დაცლას მოითხოვს.
უცხოური წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ახალ წინადადებაში უკრაინის მხრიდან დონბასის კონკრეტულად იმ ნაწილების დატოვებას მოითხოვს, რომელსაც კიევი ამ დრომდე აკონტროლებს.
სანაცვლოდ, მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს.
უცხოური წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის მცირე ნაწილების დათმობისთვის მზადაა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი დონბასის 88%-ს, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაახლოებით 73%-ს აკონტროლებს