loader

"ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი არის სიკვდილის გზა მხოლოდ ერთი მიზეზით!" - რას წერს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი არის სიკვდილის გზა მხოლოდ ერთი მიზეზით!" - რას წერს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია?

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დაიღუპა ზღვაზე წასული 4 მეგობარი.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი არის სიკვდილის გზა მხოლოდ ერთი მიზეზით - წლებია დაუსრულებელია მეორე ზოლის მშენებლობა, ამიტომ ცალი მიმართულების მაღალი სიჩქარის ორ ზოლში გაშვებულია საპირისპირო მიმართულების თითო-თითო ზოლი.

გასწრებისას ხდება უამრავი შეჯახება.

კორუფცია და გაუმართავი ინფრასტრუქტურა კლავს. ამის მიზეზი კი კონკრეტული ხალხი და მათ მიერ შექმნილი სისტემაა.

P.S. სჯობს, ძველი გზით იაროთ, ახლა თითქმის ცარიელია, ნახევარი საათით მეტს იმგზავრებთ, მაგრამ ცოცხალი დარჩებით" - წერს ირაკლი ჟვანია.

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 21 აგვისტოსს ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე. სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. რის შე­დე­გა­დაც, ორი­ვე მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. სა­უ­ბე­დუ­როდ მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ერთ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი სამი და­შა­ვე­ბუ­ლი ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ზუგ­დი­დე­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ლაშა ქი­რია, ლიზი გერ­გე­და­ვა, თაკო შუ­ლა­ია და მა­რი­ამ დოხ­ნა­ძე.