loader

"თეკლა ერთი კვირის წინ დანიშნა, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში" - ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა: რას ამბობს მოკლულის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თეკლა ერთი კვირის წინ დანიშნა, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში" - ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა: რას ამბობს მოკლულის ახლობელი?

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლე მოკ­ლა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია.

"ლუკა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან იყო. თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის. რაზე იკა­მა­თეს, რა მოხ­და. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ერთი ის ვიცი - ისე უყ­ვარ­და ლუ­კას, რომ ცივი ნი­ავს არ აკა­რებ­და თეკ­ლას. და­ნარ­ჩე­ნი, იქ რა მოხ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს" - ამბობს მოკლულის ახ­ლობ­ელი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასევე იხილეთ: "თეკლა "ტიკ-ტოკერია", ერთი შვილი ჰყავს" - რას ამბობს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგოს ახლობელი?

"თავიდან ითქვა, რომ იმ გოგოს ყოფილმა ქმარმა მოკლაო... ქალმა რომ ჩაიდინა მკვლელობა, არ ვიცოდით, ახლა გავიგე ეს ამბავი" - რას ამბობს ცოლის მიერ მოკლული ბიჭის ახლობელი?