loader

"ავტოკატასტროფას ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი ემსხვერპლა" - ქუთაისის "ტორპედო" სამძიმრის წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტოკატასტროფას ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი ემსხვერპლა" - ქუთაისის "ტორპედო" სამძიმრის წერილს ავრცელებს

ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ზურა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელია.

"ბორჯომში მომხდარ ავტოკატასტროფას ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი ემსხვერპლა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზურას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს" - ნათქვამია ქუთაისის "ტორპედოს" სამძიმრის წერილში.

ზურა გელაშვილი "ქართული ოცნების" ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

ცნობისთვის, ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.