loader

"გვირაბიდან გამოსულს, ასეთი უპატიებელი მანევრირება შეასრულა ასაკოვანმა მძღოლმა, რომელსაც თურმე ძალიან ეჩქარებოდა..." - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვირაბიდან გამოსულს, ასეთი უპატიებელი მანევრირება შეასრულა ასაკოვანმა მძღოლმა, რომელსაც თურმე ძალიან ეჩქარებოდა..." - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში?

"გვირაბიდან გამოსულს, სურამის მიმდებარედ ასეთი უპატიებელი მანევრირება შეასრულა თეთრი ფურგონის ასაკოვანმა მძღოლმა, რომელსაც თურმე ძალიან ეჩქარებოდა და ასე გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება.

მანქანაში 5 წლის ბავშვი და ასაკოვანი დედა მიზის.

დაჯახებისა და დატორმუზების მომენტში ყველა შესაძლობა დაზიანება წარმოვიდგინე, რაც კი შეიძლებოდა ბავშვს და დედას დამართნოდა.

ჩოჩქოლის დროს ჩინელმა გზის მშენებლებმა თავისი ინიციატივით ლეპტოპით გადმოირბინეს ამ ჩანაწერით, მადლობა მათ.

პატრულმა შეისწავლა ვიდეო და მითხრა, ნებისმიერი სცენარი ფატალური იქნებოდა, რომ არა ავტობანზე დაშვებულ სიჩქარეზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა. სავარაუდოდ 70-ით ვმოძრაობდი" - წერს მოქალაქე ქეთი ვასაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.