ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.
კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.
ამასთან, პრემიერმა ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.