„ინფრასტრუქტურულ ხარვეზებთან ერთად, სიჩქარეს აჭარბებენ და არასწორად მანევრირებენ“ - რამ გამოიწვია ქობულეთის ავარია
"ქუთაისის შემოვლითი გზაც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მონაკვეთი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მაგისტრალი ცალმხრივი გახდა, საგზაო შემთხვევები შემცირდა იმ მიზეზებით, რაც ორმხრივ გზაზე ხდებოდა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა, განაცხადა.
ლალიაშვილის თქმით, ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს. ასევე, იგი ყურადღებას ამახვილებს იმ დეტალებზე, რაც ქობულეთის შემოვლით გზას "შავი წერტილად“ აქცევს."ზაფხულის სეზონზე ქვეყნის მასშტაბით მობილობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საგზაო შემთხვევების რისკსაც ზრდის. უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამ ფაქტორს:
1) უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა;
2) გამართული სატრანსპორტო საშუალება;
3) მძღოლის ცნობიერება და პასუხისმგებლიანი ქცევა... წაიკითხეთ ვრცლად