loader

მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას - ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილებსაც - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას - ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილებსაც - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით, ასევე, დგინდება რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ბ.შ. ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაც.

გამოძიებით, ასევე, დგინდება რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.