loader

"ვირთაგვების შემოსევა! არ გეჩვენებათ, დათარეშობენ შებინდებასთან ერთად, მალე უბანს კი არა, მთელ ქალაქს მოედებიან" - რა ხდება ვერაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვირთაგვების შემოსევა! არ გეჩვენებათ, დათარეშობენ შებინდებასთან ერთად, მალე უბანს კი არა, მთელ ქალაქს მოედებიან" - რა ხდება ვერაზე?

"ვირთაგვების შემოსევა! დიახ, არ გეჩვენებათ, რკინის ბოძიდან ზვერავს ტერიტორიას ეს ვირთაგვა თბილისის ცენტრში, ვერაზე, ფიქრის გორაზე, "საჭაშნიკეს" თავზე მდებარე კორპუსის - კოსტავას 60-ის ეზოში. ვირთაგვები დათარეშობენ შებინდებასთან ერთად, გადი-გამოდიან სარეცხის თოკებზე, დაცოცავენ კედლებზე, ხტებიან აივნებზე და ბინაშიც კი შემოიჭრნენ... "მეტი სიკეთე თბილისსო" და 21 საუკუნეში, ვირთაგვებმა რომ არ წაგვლეკონ, რაიმე ეპიდემია არ გაავრცელონ, ეს სიკეთეში გვეთვლება თუ ადამიანურ პირობებში? მათი გეომეტრიული გამრავლების უნარებს თუ გავითვალისწინებთ, სულ მალე უბანს კი არა, მთელ ქალაქს მოედებიან და იქნებ ვირთაგვების ლიკვიდაციით დავიწყოთ თბილისელებზე ზრუნვა?!" - წერს თორნიკე ქარჩავა "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები და ვიდეოს ავრცელებს.