loader

"საშინელებაა..." - რა ხდება თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე? - კადრებს, რომლებიც მოქალაქემ დააფიქსირა საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშინელებაა..." - რა ხდება თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე? - კადრებს, რომლებიც მოქალაქემ დააფიქსირა საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა

"თბილისი 2025 . თბილისი ცენტრალი. აქ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი არ ჩანს როგორ ყრიან ნაგავს მარშუტკებიდან პირდაპირ ხიდის ქვეშ" -წერს მოქალაქე ანონიმურად "ფეისბუქ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა:

"რას ჰგავს ,, ვაგზალი " ან ხალხი რას ჰგავს ისე ეგენი იმსახურებენ მაგ ნაგავში ჯდომას"

"საშინელებაა ,სიბინძურე მოუვლელი გარემო, ნორმალური განათებაც,კი არ აქვთ, ცენტრალურ დარბაზში, სადაც მგზავრები.ელოდებიან,მხედველობის პრობლემა აქვს ახლობელს და ძალიან გაუჭირდა ამ დარბაზში გადაადგილება,ნათურები,მაინც შეცვალონ ,ყველაფერზე ეკონომია და ფეხზე დაკიდება არ შეიძლება. საქართველოს რკინიგზა,თბილისი ცენტრალი.

"უნდა გააკრან ყველგან. არ დაყაროთ თორემ ღრუტუნს დაიწყებთ."

"მეც მოვხვდი რამდენიმე დღის უკან მაგ მონაკვეთზე და გულის ამრევის სიტუაციაა"

"ეს ვიდეო მიაწვდინეთ ვინც დანაგვიანებაზე აჯარიმებს მერიას მგონი, საკმაოდ დიდი ჯარიმებია დანაგვიანებაზე" - წერენ გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში.