loader

"სახლში დაიბარა, რომ ფესტივალზე მიდიოდა"- გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლში დაიბარა, რომ ფესტივალზე მიდიოდა"- გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო

"Tv პირველის" ინფორმაციით გომის მთაზე მეორე დღეა 85 წლის კაცს ეძებენ.

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, პენსიონერი, სავარაუდოდ, გომის მთაზე ელექტრონულ ფესტივალზე დასასწრებად წავიდა და მას შემდეგ ოჯახი დაკონტაქტებას ვერ ახრეხებს.

85 წლის კაცის ელექტრონულ ფესტივალზე წასვლის ამბავი "პირველებს" მისმა რძალმა დაუდასტურა. როგორც ქალი ამბობს, მისმა მამამთილმა სწორედ ასე დაუბარა ოჯახის წევრებს, რომ ფესტივალზე მიდიოდა.

"სახლში დაიბარა, რომ ფესტივალზე მიდიოდა, ბოლოს იქ ნახეს, მერე ვიღაცას უნახავს, გზა ამებნაო. გუშინს შემდეგ ვეძებთ ჩვენც და სამაშველოც - უთხრა დაკარგულის რძალმა "პირველებს".

თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ან ნახეთ, დაუკავშირდეთ:511413263