loader

"ბრალდებულმა 700 დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ქართული მართვის მოწმობა გაასაღა" - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრალდებულმა 700 დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ქართული მართვის მოწმობა გაასაღა" - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშ.