ილია სულამანიძე დაინიშნა - ვინ არის ძიუდოისტის რჩეული, რომელიც, ასევე სპორტსმენია
ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე დაინიშნა. მან საყვარელ ქალს, მოცურავე თაკო მეგრელიძეს ხელი საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა. წყვილის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 22 აგვისტოს მოხდა.
"დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა", - ასე აღნიშნა თაკომ ნიშნობა სოციალურ ქსელში და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი ულამაზეს ხედების ფონზე პოზირებს.
ილიას რჩეული, თაკო მეგრელიძე, ასევე სპორტსმენია. მას, როგორც მოცურავეს, არაერთ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია.
ჟურნალ "სარკესთან“ ინტერვიუში ილიას დედამ აღნიშნა, რომ ილიამ და მისმა ძმამ, შაკომ, საცოლეები ერთდროულად, მის დაბადების დღეზე გააცნეს. განაგრძეთ კითხვა...