"მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია "მარჯანიშვილისა" და "ახმეტელის თეატრის" მეტროსადგურების ახალ ამოსასვლელებთან დაკავშირებით..." - კახა კალაძე
მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.