loader

რას ამბობს ხატია წერეთლის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ხატია წერეთლის ადვოკატი?

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ირმა კურტანიძე, იგივე ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ავთანდილ ჩუაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

რაც შეეხება საქმეს, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები, ჯამში 12 პირი, მათ შორის, ხატია წერეთელი დააკავეს.

თუ როდის გაიმართება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა, ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში ჩინური მასაჟის სალონები ჰქონდათ გახსნილი, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.

ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.