loader

"ვიტამინები და საკვები დანამატები ზრდის კიბოს განვითარების, ასევე სიმსივნის მეტასტაზების განვითარების რისკებს" - ზაზა თელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიტამინები და საკვები დანამატები ზრდის კიბოს განვითარების, ასევე სიმსივნის მეტასტაზების განვითარების რისკებს" - ზაზა თელია

"ვიტამინები და საკვები დანამატები ზრდის კიბოს განვითარების, ასევე სიმსივნის მეტასტაზების განვითარების რისკებს" - ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი ვრცელ პოსტში ე.წ ვენაში გადასხმასაც ეხმაურება და წერს, რომ მისი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

"ალბათ, ძალიან ხშირად მოგისმენიათ, მათ შორის როგორც არაპროფესიონალებისგან, ასევე სამწუხაროდ ექიმებისგან:

"დალიე ვიტამინები, ძალიან კარგია, სარგებელი გექნება, გადასხმა გაიკეთე, ორგანიზმის გასაწმენდად, გიშველის" - Bullshit.

ვიტამინები და საკვები დანამატები როგორებიცაა:

C ვიტამინი

E ვიტამინი

B12 ვიტამინი

B6 ვიტამინი

ზრდის კიბოს განვითარების, ასევე სიმსივნის მეტასტაზების განვითარების რისკებს.

https://cancer.osu.edu/…/long-term-high-dose-vitamin-b6-b12…

https://ascopubs.org/doi/full/10.1200/JCO.2017.72.7735…

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31257027/

https://www.jci.org/articles/view/169671

https://biomarkerres.biomedcentral.com/…/s40364-024-00570-4

ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition - IV) - ეფექტურობა და რისკები

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა "ინტრავენური კვება" ე.წ ვენაში გადასხმა, რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებში და გუნდებში ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე- და პოსტ-თამაშის რუტინა.

ე.წ drip bars და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში, ისინი ირწმუნებიან (claims) რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და "პერფორმანსის" ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.

ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინო მჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს - რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად ჰიპერვიტამინოზი)

ტრადიციულად IV nutrition როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს.

რა რისკები არსებობს??

1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას

კერძოდ:

ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში, ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა - მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადებების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის სხვადასხვა იმუნური დაავადებების განვითარების, ასევე სიმსივნეების განვითარების

2. IV კვებით მატულობს ინექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი

3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან

4. ადამიანები რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას ეზრდებათ ღვიძლის დაზიანება რისკი

5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე

https://www.frontiersin.org/…/10.3389/fimmu.2021.660179/full

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6210809/

https://www.mdpi.com/2072-6643/12/5/1493/htm" - წერს ზაზა თელია.