loader

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 36 წლის საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები ადასტურებენ.

"სულის ტკივილი იცით რა არის? ჰოდა, ეგ სული მტკივა. რომ გეტყოდი, ყველაზე მეტად მიყვარხართქო, გამიცინები...

ხო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ყველაზე მეტად მიყვარხარ. რა გვეშველება უშენოდ, ჩემო გულიანო ბიჭო", – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, საბა ხარებავა 13 აგვისტოს დაიკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.