"მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა" - უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე
"უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.
(შოროქანზე) ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, მსუბუქ ავტომობილში დედა-შვილი იმყოფებოდა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცავალა, ქალი თბილისშია გადაყვანილი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.