დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა - "ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა"
დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
"tv პირველის" ინფორმაციით, ამ საკითხზე თბილისში თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა.
ბექა კვაჭანტირაძე შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობას გულისხმობს.