რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა, შემდეგ კი ქალი დააკავეს?
დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ სცემა, "ტიკ-ტოკზე" ლაივში გამომწერებს მიმართავს.
ცნობისთვის, დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
დაკავებულის შვილი ლაივში დედისთვის გირაოს თანხას აგროვებს. მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდება. ლაივის დროს ბავშვის დედას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გირაოს თანხა აღარ სჭირდება და ამჯერად ადვოკატის ფულია საჭირო.ნაცემი ბავშვის დედა ამბობს, რომ უკვე აქვს 500 ლარი და თუ კიდევ 500 ლარით დაეხმარებიან, ადვოკატის მეშვეობით დედამისის უდანაშაულობას დაამტკიცებენ და ის ციხეს დატოვებს.
რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და შემდეგ პოლიციას დაურეკა?