loader

ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახ,ად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.