loader

ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს - "დასაქმების მსურველები უნდა მივიდნენ სადგურის მოედანზე, ხელფასები 3600-დან - 5 000 ლარამდე მერყეობს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს - "დასაქმების მსურველები უნდა მივიდნენ სადგურის მოედანზე, ხელფასები 3600-დან - 5 000 ლარამდე მერყეობს"

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.

მისი თქმით, მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში.