"5 ადამიანი ნავით და 1 ადამიანი პარაშუტით იყო ზღვაში შესული, ნავი ამოყირავდა და ჩაიძირა... მაშვლებმა და მოქალაქეებმა გამოიყვანეს" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში ქობულეთიდან?
"ქობულეთი დღეს... 5 ადამიანი ნავით და 1 ადამიანი პარაშუტით იყო ზღვაში შესული, ნავი ამოყირავდა და ჩაიძირა, მაშვლებმა და მოქალაქეებმა გამოიყვანეს 6-ვე მშვიდობით. ესაა ერთობა, ამ ერთობით ყველაფერს შევძლებთ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.