loader

"დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 18 დაშავდა" - უმძიმესი კადრები ლისაბონიდან, სადაც ფუნიკულიორის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 18 დაშავდა" - უმძიმესი კადრები ლისაბონიდან, სადაც ფუნიკულიორის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა

ლისაბონში, ფუნიკულიორ "გლორიას" ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენ ცამეტს, მათ შორის ერთ ბავშვს, მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან, თუმცა ეროვნების დადასტურება შეუძლებელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფუნიკულიორის მარშრუტზე სადენი მოწყდა, ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.