"გპირდებით, საქართველოში ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება ქალი კაცად ან კაცი ქალად" - ირაკლი კობახიძე
გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად. ეს არის ჩემი დაპირება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას იმ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომლითაც იკრძალება ერთნაირსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა.