"ბოროტები და საშიშები ხართ" - რას წერს ნინო ნადირაძე
"თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები. არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ" - ამის შესახებ ნინო ნადირაძე, აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე წერს.