საქართველო-თურქეთის მატჩი 2:3 დასრულდა
საქართველო-თურქეთის მატჩი 2:3 დასრულდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.