"ახლა, ვინც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლანძღავს, უნდა იცოდეს, რომ..." - გია ხუხაშვილი
ახლა ვინც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლანძღავს, უნდა იცოდეს, რომ ამ აქტის მიზანი სწორედ მათი წამოკიდება იყო, - ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი ჯაფარიძე- ხაზარაძის შეწყალებას.
მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".