"დილის 7 -ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში და საავადმყოფოდან მიჰყავთ ციხეში. თქვენ ხო არ გააფრინეთ ყველამ?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"ალბი დილის 7 ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახლა გაიგო რომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საავადმყოფოდან მიყავთ ციხეში.თქვენ ხო არ გააფრინეთ ყველამ!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სამოქალაქო აქტივისტს, ალბი კორძაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.
„მომისაჯეს 12 დღე. ამ ჩემი მწვავე მუცლით, სავარაუდოდ, იზოლატორიდან მალე ისევ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს. წავედი ჩავალაგებ,“ - წერს კორძაია.
ცნობისთვის, კორძაია 2 სექტემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 2 სექტემბერს, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით, ჯამში, 23 პირი დააკავეს.