მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე პატრიარქს ესტუმრნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორემ მამუკა მდინარაძისა და გეკა გელაძის ოჯახები დალოცა.
პატრიარქმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქმიანობაში წარმატება უსურვა.