loader

რა თქვა მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე  ვილი სანიოლმა - "ბოლომდე ახლაც არ მესმის..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე  ვილი სანიოლმა - "ბოლომდე ახლაც არ მესმის..."

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა, რომელიც თურქეთთან წინა შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია:

"ბოლომდე ახლაც არ მესმის, რატომ გამაძევეს. თამაშის დროს მწვრთნელობა იოლი არაა, მეოთხე მსაჯთან კითხვებით ხშირად მიდიხარ, ის კი გეუბნება, დამშვიდდი, დაწყნარდიო. ერთხელაც ჩემმა ემოციებმა იძალა. თანამედროვე ფეხბურთში ეს ცუდია, როცა პასუხებს ვერ იღებ და ფაქტობრივად, ისე ხდება, როგორც სკოლაში. მეხუთე შეცვლა საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან შევუტიეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ჩავთვალე, იმ ფეხბურთელებს, რიმლებიც მოედანზე იყვნენ, თამაშის სცენარის შეცვლა შეეძლოთ.

4 მცველითა და ამ სისტემით მარტიდან ვთამაშობთ. დაცვითი სისტემის შეცვლა ჩემი გადაწყვეტილებაა. ერთა ლიგაზე უკრაინასა და ალბანეთთან დავრწმუნდით, რომ ის სქემა აღარ მუშაობდა. ამას თაობათა ცვლა ემატება და გვირჩევნია, ახალ ტაქტიკაზე ახლავე, წინასწარვე გადავეწყოთ. ის შეცდომები, რაც თურქეთთან დავუშვით, უფრო ინდივიდუალური იყო და არა სქემიდან გამომდინარე.

გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. მითუმეტეს, მოკლე დროში მეორე მატჩი გვაქვს. თამაში ახლა უფრო ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ.

მადლობა მსაჯებს, რომ ტრიბუნიდან მატჩს უფასოდ ვუყურებ. ცუდი ისაა, რომ თამაშამდე ფეხბურთელებთან მეტი საუბარი მომიწევს, რადგან უშუალოდ შეხვედრაში მათ ვერ დაველაპარაკები.

ბულგარეთს 3 წლის წინ შევხვდით. ორივე თამაში კარგი გამოდგა, შედეგის მიუხედავად მეორე მატჩში კარგად ვითამაშეთ. ახლა ბულგარეთის ნაკრები უფრო ორგანიზებული გუნდია და მათთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა. მთავარი საფრთხე არა კონკრეტული ფეხბურთელებიდან, არამედ ბულგარელთა თამაშის სტილით, მაღალი პრესინგითა და კარგად სტრუქტურირებულად თამაშიდან ველით.

იმ პირველი 21 წუთის შემდეგ, რაც თურქეთთან ჩავატარეთ, თუ ბულგარეთის ნაკრები არ დავაფასეთ, დიდი შეცდომა იქნება".