loader

სროლა რესტორან "ქვევრში" - რას ამბობენ რესტორანში, არსებული ინფორმაციით მეწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა რესტორან "ქვევრში" - რას ამბობენ რესტორანში, არსებული ინფორმაციით მეწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე?

გუ­შინ, რეს­ტო­რან „ქვევრში“ სრო­ლა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი ფი­ნან­სურ და­ვას უკავ­შირ­დე­ბა რეს­ტორ­ნის მე­წი­ლე­ებს შო­რის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლას წინ უძღო­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, და­პი­რის­პი­რე­ბა იყო რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ზუ­რაბ ტი­ბუ­ას და ლე­ვან ბას­ლან­ძეს შო­რის, რო­მე­ლიც ასე­ვე "ქვევ­რის" ერთ-ერთი მე­წი­ლეა. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ტი­ბუ­ას ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, შემ­დეგ კი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო:TV პირველი