loader

“შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა” - ლაშა ბასლანძის პირველი კომენტარი რესტორან “ქვევრში” მომხდარ დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა” - ლაშა ბასლანძის პირველი კომენტარი რესტორან “ქვევრში” მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს - პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა. რა დანაშაულია არც ვიცი. პროკურორი და გამომძიებელი მე არ ვარ და თვითონ პოლიცია შეაფასებს მათ მოქმედებს“ — ამის შესახებ „ოცნების“ პროპაგანდისტმა ლაშა ბასლანძემ რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას სამთავრობო მედია Rustavi 2-თან განაცხადა.