loader

“ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინეს

კო­ა­ლი­ცია „ლელო-ძლი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ და პარ­ტი­ამ „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ აჭა­რა­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნეს.

ბა­თუ­მის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - გოჩა გუ­გუ­ნა­ვა (პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“)ქო­ბუ­ლე­თის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - პა­ა­ტა ცი­ვა­ძე (ლელო ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო)ხუ­ლოს მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - ირაკ­ლი ბოლ­ქვა­ძე (პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“);შუ­ა­ხე­ვის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - ნა­თია მგე­ლა­ძე (კო­ა­ლი­ცია „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“);ქე­დას მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - რა­მაზ და­ვი­თა­ძე (კო­ა­ლი­ცია „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“)ხელ­ვა­ჩა­უ­რის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი - ბად­რი მა­მუ­ლა­ძე (კო­ა­ლი­ცია „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“)რო­გორც „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, ორი­ვე პარ­ტია ერ­თმა­ნე­თის მე­ტო­ქე კი არ იქ­ნე­ბა, არა­მედ ერ­თობ­ლი­ვად იბ­რძო­ლებს ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ.

„ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. გვინ­და, ამით ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვენ ვართ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­მეს ვქმნით, ერ­თობ­ლივ ბრძო­ლა­ზე ვთან­ხმდე­ბით, ერ­თმა­ნეთს ფეხს კი არ და­ვუ­დებთ, ერ­თმა­ნე­თის მე­ტო­ქე­ე­ბი კი არ ვიქ­ნე­ბით, არა­მედ ერ­თობ­ლი­ვად ვიბ­რძო­ლებთ ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ. მე ღრმად მრწამს, რომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ყელ­ში აქვს ამო­სუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ უფრო მე­ტად აქვს ამო­სუ­ლი ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კინ­კლა­ო­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის, მათ სურთ სხვას გა­და­ა­ბა­რონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ გა­და­ა­ბა­რონ ისეთ ხალ­ხს, ვი­საც ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კი, ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ფიქ­რი და ამ მო­მავ­ლის­თვის ერ­თობ­ლი­ვად ბრძო­ლა შე­უძ­ლი­ათ“,-გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.