loader

მთავრობა კალათბურთელებს "ევრობასკეტზე" მიღწეული წარმატებისთვის 3 მილიონ ლარს გამოუყოფს, დამატებითი თანხა გამოიყოფა შემდგომი გამარჯვებების შემთხვევაშიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა კალათბურთელებს "ევრობასკეტზე" მიღწეული წარმატებისთვის 3 მილიონ ლარს გამოუყოფს, დამატებითი თანხა გამოიყოფა შემდგომი გამარჯვებების შემთხვევაშიც

საქართველოს-პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისთვის, პრემიის სახით, 3 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.