ოქროს ფასი ახალ რეკორდებს ხსნის - რამდენია მისი ღირებულება მსოფლიო ბირჟაზე?
ოქროს ფასი ახალ რეკორდებს ხსნის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო გაძვირდება.
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, 1 უნციას ღირებულება 3 645 დოლარს გაუტოლდა.
Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში, ოქრო 0.27%-ით გაძვირდა, ხოლო გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 8.7%-იან მატებას აჩვენებს.
ამასთანავე, წლიურად ოქროს ფასი 44%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება მოლოდინებს, ოქროს რეალიზაციით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ წლის მიწურულს ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, რაც ბუნებრივია მის საერთაშორისო ფასზეც აისახება, თუმცა ეს ყველაფერი ეკონომიკური ფაქტორებითაც უნდა იყოს გამყარებული, რათა ინვესტორებს სტაბილურობის განცდა ჰქონდეთ.