loader

"ყურადღებას არავინ აქცევს 30 გაუბედურებულ „აკაცუკს“ - რას აცხადებს კახა კალაძე მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებულ პროცესებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყურადღებას არავინ აქცევს 30 გაუბედურებულ „აკაცუკს“ - რას აცხადებს კახა კალაძე მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებულ პროცესებზე?

ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი” - არანაირი მხარდაჭერა და არანაირი თანადგომა! თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან! - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბოლო ორი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.

კალაძის აზრით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა“.

“მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.

სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.

ჩვენს საარჩევნო შტაბს მობილიზებული არავინ ჰყავს. საარჩევნო შტაბი საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს და შტაბში არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი.

ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების დამთავრებას, სიახლეებს - ისინი აანონსებენ აქციებს! ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დამთავრებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ-რეკრეაციულ ადგილებთან დაკავშირებით - ისინი კეტავენ ქუჩებს და ადამიანებს უდიდესს დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ მისი საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს. რა შეეხება გუშინწინდელ თემას,

“საარჩევნო კამპანიის დროს შტაბთან მივარდნის და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.

ჩვენი საარჩევნო შტაბი არავისთან მისულა, არავის მყუდროება არ დაურღვევია და საარჩევნო პროცესში არავისთვის შეუშლია ხელი“, - განაცხადა კალაძემ.