loader

ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, პოლიციამ 300-მდე მომიტინგე დააკავა - ახალგაზრდების წინააღმდეგ, საფრანგეთში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, პოლიციამ 300-მდე მომიტინგე დააკავა - ახალგაზრდების წინააღმდეგ, საფრანგეთში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ და ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით: „ყველაფერი დაბლოკეთ“.

Reuters-ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ნაგვის ურნები დაწვეს და გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ასობიოთ მომიტინგე დააკავეს.

დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის ფონზე მიმდინარეობს. ორი დღის წინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.