loader

მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბამდე მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბამდე მსვლელობას მართავენ

მოქალაქეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით მელიქიშვილის გამზირისკენ მიდიან.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან რამდენიმე დღეა იკრიბებიან და აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრამდე შტაბთან პროტესტს არ შეწყვეტენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ : “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან რესპუბლიკიდან წამოსულ მარშს შეუერთდებიან აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით მოდიან.

მოქალაქეები კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.