რას ამბობს ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეზე?
„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება, თუ რამდენი. ამას გადაწყვეტს სასამართლო. თავისთავად, 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, 150 ლარის ზევით ღირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი, სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასე ითვლება“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ირმა (მეგი) დიასამიძესთან დაკავშირებულ კითხვას.