"გიორგი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა" - ცნობილია, სად მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ხატიაშვილი შემთხვევით მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„5 სექტემბერს ამერიკის ემიგრაციას გამოაკლდა ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა, გიორგი ხატიაშვილი.
ის იყო უაღრესად პატიოსანი მშრომელი ახალგაზრდა, არა მწეველი, არა მსმელი, არა ნარკომანი, გიორგი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. (შემთხვევით ჩავარდა მეტროს ხაზში).
ვუსამძიმრებთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.
გიორგის მეუღლე ორი არასრულწლოვანი შვილის აღზრდით არის დაკავებული, აქვს ენის ბარიერიც და ვერ მუშაობს. გთხოვთ ყველას, ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, დავუდგეთ გვერდით, დავეხმაროთ მორალურად და ფინანსურად გარდაცვლილის ოჯახს“, – წერს სოციალურ ქსელში ელენე ბერიძე.
zelle:(929) 655-1642 ოჯახისთვის თითოეულის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.