კადრები რუსთავიდან, სადაც ერთ-ერთ საცხობთან კაცმა რამდენიმე წამით ადრე მოასწრო გასვლა, სანამ მას ბორდიურზე ავარდნილი მანქანა დაეჯახებოდა - "ხაჭაპურს მიირთმევდა..."
"კაცი, რომელიც ხაჭაპურს მიირთმევდა, მოასწრო და ადგილიდან დროულად გავიდა" - რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი "ბეემვე"-ს მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც ტერტირორიის დატოვება მოასწრო და ავარიას გადაურჩა.
ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.