loader

"ცუდი ამბავი მაქვს..." - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცუდი ამბავი მაქვს..." - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფო­ტოგ­რა­ფი ალექ­სან­დრე მარ­სა­ნიშ­ვი­ლი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

"ცუდი ამბავი მაქვს... თსუ-ს ლეგენდა წავიდა, ფოტოგრაფი ალეკო, თსუ-ს ბაღიდან" - წერს გიგა მაქარაშვილი.

547042061-10235166283230882-190379195638306330-n-1757659845.jpg

ალექ­სან­დრე მარ­სა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შავ–თეთრ ფო­ტო­ებს უღებ­და და უბეჭ­დავ­და, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, როცა ზოგ­ჯერ სტუ­დენტს ფო­ტოს გა­მორ­თმე­ვა ავი­წყდე­ბო­და, ის გა­დაყ­რის­თვის ვერ იმე­ტებ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავ­და, ელო­და პატ­რონს მაგ­რამ და ასე შე­იქ­მნა ალე­კოს არ­ქი­ვი, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ფო­ტოს ით­ვლის...

"ვმუ­შა­ობ­დი სო­ცი­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში, ეს არე­ულ-და­რე­უ­ლო­ბე­ბი რომ და­ი­წყო, ჩვე­ნი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი და­ი­შა­ლა, დავ­რჩი უმუ­შევ­რად, რა­ღაც საქ­მის­თვის უნდა მო­მე­კი­და ხელი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, რად­გან იქ ვსწავ­ლობ­დი. ფო­ტოგ­რა­ფო­ბა და­ვი­წყე 1992 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი" და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა, ძაღ­ლი პატ­რონს ვერ ცნობ­და... ასე და­ვი­წყე... უკვე წლე­ბია უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღ­ში ვარ, ერ­თგუ­ლი ვარ ამ ბა­ღის და სტუ­დენ­ტე­ბის", - ჰყვე­ბო­და ალე­კო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ყველას გვაქვს ალეკოს გადაღებული ფოტო...

აუ, ალეკო, ღმერთო, რაც კი სტუდენტობის ფოტოები მაქვს, სულ ალეკოსი...

ვაიმე, მეც მაქვს შავ-თეთრი სურათები მისი გადაღებული...

რამდენი ფოტო მაქვს ალეკოს გადაღებული..

ყველას გვაქვს ალეკოს გადაღებული ფოტო..

კაი რა, მთელი ალბომი მაქვს მისი გადაღებული ფოტოების..

ძალიან დამწყდა გული, რამდენი სურათი გადაუღია ჩვენთვის..." - წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.