"დღეს მე დამიმატებენ კიდევ წლებს, ეს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამოეტანათ, მაგრამ გადადეს" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"დღეს მე დამიმატებენ კიდევ წლებს. ეს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამოეტანათ, მაგრამ გადადეს.
რატომ ახლა და რატომ დაიჭირეს ხაბე გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან?
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს თავისმა ლობისტებმა ურჩიეს რომ მოეწვია ეუთო/ოდირი და ციხიდან გამოეშვათ ლელოს ლიდერები, იმ მიზნით რომ მოეპოვებინათ შვება სანქციების საკითხში, მაგრამ ეუთომ უარი თქვა მათ თამაშში მონაწილეობაზე.
პარალელურად ტრამპს მიწერეს და ვაშინგტონმა არც კი შეიმჩნია. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით, როგორც ამას მიაღწია ლუკაშენკომ გუშინ, პოლიტპატიმრების გაშვების შემდეგ, ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნით.
საქმე იმაშია რომ დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი.
ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება მოხდება საქართველოს თავისუფლების ხარჯზე!
ესენი ძალიან მალე უნდა დავასრულოთ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.