"გამოძიების მასალებში ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი" - უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა
საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით გამოძიების ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელთა შესახებაც დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებაში ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილად რუსეთის ფედერაციას მიუთითებს, ოპერატიული მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე იკვეთება მხოლოდ ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.