loader

"ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია" - დონალდ ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია.

„მაღალი ალბათობით, ის დაკავებული გვყავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ოფიციალური პირები დღეს მოგვიანებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს „მისმა ძალიან ახლობელმა პირმა გადასცა“.

ამასთან, CNN-ი საკითხთან დაკავშირებულ ოთხი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი პირი მართლაც დაკავებულია და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.

შეგახსენებთ, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს.